ხანძარი ბათუმში – ცეცხლი კომახიძის ქუჩის კვეთაში მდებარე მეორადების მაღაზიას გაუჩნდა,– ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა, მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

















