ხანძარი ბათუმში – 4 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ბათუმში ხანძრის შედეგად 4 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. გვიან ღამით ხანძარი ჯორჯიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ადგილზე 10-მდე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის ლოკალიზებას 2 საათი დასჭირდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშირომი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში დღეს მძიმე პაციენტს ჩამოიყვანენ
შემდეგი სტატიაბათუმში 90 გამოკვლეული პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა