ხანძარი ავლაბარში – ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა

ხანძარია ამ წუთებში ავლაბარში. ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. როგორც ცნობილი გახდა, ცეცხლი თავდაპირველად წლის გამაყბობელს გაუჩნდა. ბავშვმა, რომელიც აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა, ონკანი მოუშვა, სწორედ ამ დროს აალდა გამათბობელი. აღმოჩნდა, რომ გაზის გამათბობელს დამცავი არ ჰქონდა. ოჯახს ბინა ნაქირავები ჰქონდა. სახლი მთლიანად დაიწვა. ცეცხლის ალი მოედო გვერდზე სახლებსაც. ამ ეტაპზე ცეცხლო ლოკალიზებულოა, მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: სქურს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და მოვახდენთ საკითხის ძირეულ შესწავლას
შემდეგი სტატიაწყალტუბოში ახლაგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა