91 წლის ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ იგი აცრით ორჯერ გადარჩა.
ლამარა აბჟანდაძე ყველას აქტიური ცხოვრებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ყველაზე კარგი წამალია.
„უკვე 91 წლის ვხვდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც, მე ორჯერ გადავრჩი აცრით. ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა ასტრაზენიკით ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი.
მე აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ, ბევრს დავდივარ, ვმუშაობ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. როცა ვისვენებ ვუსმენ მუსიკას, ვტკბები ნახატებით, ზოგჯერ მათემატიკის რთულ ამოცანებსა და მაგალითებსაც ვიხსენებ, ესეც სიამოვნებას მანიჭებს.. დიახ აქტიური ცხოვრება ყველაზე კარგი წამალია. ასე რომ იცხოვრეთ აქტიურად, აიცერით დროულად . უმორჩილესად გთხოვთ მიიღეთ ჩემი – ხანდაზმული ქალის რჩევა რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს“,- წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალური ქსელში.