ყანდაურაში მომხდარი მკვლელობა-დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა

ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები – დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ ფიქსირდება.

სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. მას ბრალი შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობაში წარუდგინეს. შემთხვევის დროს თავის არეში ასევე მძიმედ დაიჭრა ომარ გამყრელიძის მეუღლე, რომელიც ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ დრომდე იძებნება მისი შვილიც, რომელიც შესაძლოა საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა.

banner
წინა სტატიაშივასაძის კომბლების რევოლუცია – სასულიერო პირების ნაწილი მრევლს დაჯგუფებაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველი საქართველოში დააკავეს – ოჯახი შიშობს, რომ ის აფგან მუხთარლის ბედს გაიზიარებს