ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

შვილის, რძლის და ნათესავების მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცი – ომარ გამყრელიძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.

სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროცესზე გამყრელიძემ მოსამართლის აცილება და საქმის თბილისში განხილვა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შემთხვევა სოფელ ყანდაურაში ორი დღის წინ მოხდა, ომარ გამყრელიძემ ოთხი ადამიანი მოკლა, საკუთარი ცოლი კი დაჭრა.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს რომ მკვლელობები სხვამ ჩაიდინა და ის უდანაშაულოა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ
შემდეგი სტატიადავით გარეჯი და ყველა სხვა ღვთისმშობლის წილხვდომილი მიწები აუცილებლად იქნება ერთიან საქართველოში