ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის მტკიცებით ის საგარეჯოს პოლიციაში სცემეს

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა, 85 წლის ომარ გამყრელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ საგარეჯოს პოლიციაში მასზე იძალადეს.მისი თქმით, პოლიციელები აიძულებდნენ 4 ადამიანის მკვლელობა ეღიარებინა.

“წვეტიანი ფეხსაცმელებით მცემდნენ, მირტყამდნენ ქუსლებში, კეფაში და თავში. ვეხვეწებოდი არავინ მომიკლავს, ,როგორ ვესროდი ცოლს, შვილს და მეზობლებს. ვეხვეწებოდი, ხალხი არ ხართ, რომ მირტყამთ ამ ასაკის კაცს?! სულ დალურჯებული ვარ. მე არავინ მომიკლავს. ამას დავამტკიცებ, რომ მართალი კაცი ვიყო შვილოშვილებთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ომარ გამყრელიძეს შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობა, ასევე მეუღლის დაჭრა ედება ბრალად.

banner
წინა სტატიაშისაცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა
შემდეგი სტატიასაქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ორგანული პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ