“ქართული ოცნების” წევრი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია ერთნი არიან, ამიტომ არც მათი შეხვედრებია გასაკვირი.
“რად უნდათ შეხვედრა, ერთნი არიან ისედაც. ხან ჩუმად ხვდებიან და ხან ღიად, დამთავრებული ამბავია. ყველაზე რადიკალური ნაციონალი ერთ-ერთი ამ ქვეყანაში არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადრე იმას მაინც არ კადრულობდა, რომ საპატრიარქოს და ასე შემდეგ თავს დასხმოდა, ახლა ბერძენიშვილების დონეზე ჩავიდა და ამასაც კადრულობს. ახლა მათი შეხვედრა რამდენჯერ ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება, მიზანი არის რადიკალიზაცია, – ამბობს მამუკა მდინარაძე.