ხამენეი ბუნკერში იმალება, ელექტრომოწყობილობებს არ იყენებს და სამი მემკვიდრე შეარჩია – NYT

86 წლის ხამენეიმ ირანის ექსპერტთა ასამბლეას, რომელიც ირჩევს ქვეყნის უზენაეს ლიდერს, დაავალა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან სწრაფად შეარჩიოს მემკვიდრე.

ჩვეულებრივ, ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის პროცესს შეიძლება თვეები დასჭირდეს, თუმცა ირანულმა წყაროებმა NYT-ს განუცხადეს, რომ ეს პროცესი შესაძლოა დაჩქარდეს ქვეყანაში ომის გამო.

თავისი პოტენციური მემკვიდრეების გარდა, ხამენეიმ რამდენიმე კანდიდატი შეარჩია, სამხედრო სარდლობის ჯაჭვის შესანარჩუნებლადაც – მისი თანაშემწეების გარდაცვალების შემთხვევაში.

გამოცემა წერს, რომ ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი თავის მეთაურებთან ძირითადად სანდო თანაშემწის მეშვეობით ურთიერთობს, მან შეწყვიტა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, რათა მისი კვალის პოვნა გართულდეს – განუცხადა NYT-ს სამმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა.

აიათოლას ხელშია კონცენტრირებული ქვეყანაში ყველანაირი ძალაუფლება – სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოები, ასევე ირანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა.

– რადიო თავისუფლება –

banner
წინა სტატიაშიისრაელისკენ გასროლილი ყოველი რაკეტის გამო ირანის დიქტატორი დაისჯება – ისრაელ კაცი
შემდეგი სტატიათბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 მლრდ 815 მლნ ლარი დაიხარჯა