ხალვაშთან სადავო აქვს დვალსა და აქიმიძეს, ასევე ყარამანიშვილებს, რომლებიც ასევე იყვნენ ”რუსთავი-2”-ს ნომინალური მფლობელები

„რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსს“ ესაუბრა. მისი თქმით, „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით პირველ რიგში დაზარალებულები არიან დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ხუხაშვილის აზრით, თუ ქიბარ ხალვაშს მართლაც კეთილი მიზნები აქვს, მაშინ ტელეკომპანია მართვაში უნდა გადასცეს დვალსა და აქიმიძეს.

„ვფიქრობ, რომ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით თუ ვინმეა დაზარალებული მხარე, ესენი არიან დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ვიმეორებ, პირველ ეტაპზე კოლექტიური სააკაშვილის ერთ-ერთი მონაწილე მონაწილე, ვიდრე მას პირადი პრობლემები შეექმნებოდა სააკაშვილთან, იყო ქიბარ ხალვაში.

კარგად მახსოვს, პირადად მე და ჩემთან ერთად ბევრი სხვა ადამიანი ხალვაშის მიერ ”რუსთავის-2”ის მფლობელობის პერიოდში შეყვანილი ვიყავით ე.წ. შავ სიაში და ტელევიზიის თანამშრომლებს ჩვენთან კონტაქტი აკრძალული ჰქონდათ. ასე იყო იმის გამო, რომ ჩვენ ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს. ხალვაში საკაშვილის ხელში ინსტრუმენტი იყო. იგი ამ თამაშის წესებს აღიარებდა და ამ თამაშის წესებით თამაშობდა. ყველა ადამიანი შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ, ფაქტია, რომ ხალვაში სააკაშვილთან ”მებრძოლი” გახდა მას შემდეგ, როცა მას პირადად შეეხნენ. მანამდე მას არც გირგვლიანი ანტერესებდა და არც სხვა რამ, რადგან სააკაშვილის ფრთებქვეშ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს.

ჩემი დაკვირვებით, ახლა დავა არის ორმხრივი – ხალვაშთან სადავო აქვს დვალსა და აქიმიძეს, ასევე ყარამანიშვილებს, რომლებიც ასევე იყვნენ ”რუსთავი-2”-ს ნომინალური მფლობელები. შესაძლოა, ამ უკანასკნელებმა ხალვაშთან რაღაც ფორმით დავა გააგრძელონ ან არ გააგრძელებენ.

ასეთ ვითარებაში მე ვამბობ – თუ ხალვაშს აქვს მონანიების გრძნობა, ის მართლაც შეიცვალა და აღიარებს, რომ ეშლებოდა, როცა სააკაშვილის დავალებებს ასრულებდა, სანამ ”რუსთავი-2”-ის მფლობელობის საკითხები გაირკვევა, მან ამ ეტაპზე სასაწრაფოდ ნებაყოფილობით მართვაში უნდა გადასცეს ”რუსთავი-2” დვალსა და აქიმიძეს. ასეთ შემთხვევაში, მე შეიძლება დავიჯერო რომ ხალვაშს მეტ-ნაკლებად კეთილი მიზნები აქვს. თუ ის ამას არ გააკეთებს, ის იქნება მოდიფიცირებული ჯოზეფ ქეი და მეტი არაფერი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა ინტერვიუში.

 

წყარო

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატია(Video) რუსთავი 2-მა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა