ხალვაში: დავით დვალი რ2-ის დირექტორობის პირველი კანდიდატია

ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ რუსთავი-2-ის დირექტორობის მისთვის სასურველ კანდიდატებში პირველი, არხის დამფუძნებელი დავით დვალია.

ხალვაშის თქმით, რაც შეეხება ტელეკომპანიის წილებს, მან ტელევიზიის დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არათუ არხის 50%-იანი წილი, როგორც ეს მანამდე საჯაროდ ითქვა, არამედ 100%-იც კი დაუთმოს.

“მე არ მჭირდება ტელევიზია ჩემი ინტერესების დასაცავად. მე კომერსანტი ვარ. არ ვაპირებ არხის გაყიდვას, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება დავიტოვებ ტელევიზიას”, – თქვა ხალვაშმა.

დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს სასამრთლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ეს გადაწყვეტილება დიდმა პალატამ დღეს საღამოს მიიღო.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

არხის მოქმედი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიროდის გაიგებს ბრძენი ერი, რომ ერთი ძალის, ერთი პარტიის, ერთი კაცის ხელში ჭარბი ძალაუფლება არ შეიძლება
შემდეგი სტატია„ვხედავ ძალიან ფეოდალურ, ოლიგარქიულ მმართველობას მოსულს საქართველოში” – თაკო ჩარკვიანი