„ხალხს რომელსაც აწუხებს უმუშევრობა და შიმშილი, ვასაძის ბოდვა არ აინტერესებს , ის მოქმედებს რუსეთიდან პირდაპირი ინსტრუქციებით“- გრიგოლ ვაშაძე

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უკანონო დაჯგუფებების შექმნასთან დაკავშირებით ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ლევან ვასაძე პირდაპირ რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს, ხელისუფლება კი მას შეშინებული პასუხობს:

“ეს ადამიანი მოქმედებს რუსეთიდან პირდაპირი ინსტრუქციებით, ეტყვიან გამოდი ქუჩაში და სცადე სიტუაციის არევა, გამოვა და ეცდება არევას. ეტყვიან ახლა სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდით და გაჩუმდი, გაჩუმდება. გამოვიდა ვერის ბაღში, ათასი სისულელე ილაპარაკა, მოითხოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, ნახა რომ რამდენიმე ასეული მარგინალის გარდა არავინ გამოვიდა და ხალხს რომელსაც აწუხებს უმუშევრობა, შიმშილი, არაადეკვატური ჯანდაცვა და განათლება, ის რომ ნათესავები და ახალგაზრდობა მთლიანად ემიგრაციაშია წასული, იმათ ვასაძის ბოდვა არ აინტერესებს. სახელმწიფო პასუხობს შეშინებული, არ მახსოვს რა გვარი იყო ის ბედოვლათი ჩვენი პარტიის წევრებმა რომ პიჯაკი გაუხიეს, იმის პიჯაკის გახევისთვის 6 თვე იყვნენ ბიჭები ციხეში და როდესაც ვიღაც ბანდერლოგი იმუქრება შეიარაღებული ბანდების შექმნით და ქალაქში ტერორის დაწყებით იმას ეუბნებიან ალბათ ესეა საჭიროო.”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

banner
წინა სტატიაში“ჩავარდნილი რეფორმის ფონზე სურთ სერგეენკოს შეაწმინდონ ხელები”- რატიანი
შემდეგი სტატიაგანათლების პრობლემა გაქვთ – ზაქარია ქუცნაშვილი რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა