ხალხს მოუწევს, თვითონ დაიცვას თავისი უფლებები, მათ შორის აჯანყებით – ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატები

ლევან ვასაძის მხარდამჭერები აჯანყებით იმუქრებიან. ვასაძის ადვოკატი დავით ცინცქილაძე ამბობს, რომ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ისინი თვითორგანიზებას მოახდენენ და ლგბტ თემს ღირსების მარშის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

ცინცქილაძე ამბობს, რომ როცა სახელმწიფო არ იცავს ადამიანების უფლებებს, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, აჯანყებაც კი მოახდინონ.

“მოვუწოდებ, ექსტრემისტ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მოძალადე მამათმავლებს, ლესბოსელებს, მამაძაღლებს და უკუღმართებს, რომ მსგავსი სახის პარადის, პრაიდის, აღლუმის და გალა კონცერტების ჩატარება არ განახორციელონ. თუ ისინი მაინც შეეცდებიან მსგავსი სახის აქციის მოწყობას, მაშინ ჩვენ, ქართველი ხალხი მოვახდენთ თვითორიგანიზებას იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი დააპირებენ გარყვნილების პროპაგანდირებას.

ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, თუ მის ინტერესებს, მის უფლებებს არ იცავს სახელმწიფო, მოახდინოს არა მხოლოდ თვითორგანიზება, განახორციელოს აჯანყებაც კი,“-აცხადებს ადვოკატი დავით ცინცქილაძე.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ”ქართული იდეის” დამფუძნებელი, ლევან ჩაჩუა ელჩებს მიმართავს. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ უმაგრებს ზურგს “თბილის პრაიდის” ორგანიზატორებს, ღირსების მარშის ჩატარების უფლებას არ მისცემენ. ჩაჩუას განცხადებით, დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვინც სექსუალურ უმცირესობებს აქეზებს, საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობას აჩენს.

„ყველანაირად ხელს შევუშლით და არ ჩავატარებინებთ, რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ვინც არ უნდა დაუდგნენ უკან, როგორი ძალებიც. მე მინდა პირდაპირ მოვუწოდო ახლა იმ საელჩოს წარმომადგენლებს და იმ უცხოურ მისიებს, ვინც აქეზებს ქართულ სახელმწიფოს იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს ქართულ საზოგადოებს. მათი ეს ძალადობა ქართველ ერზე განაპირობებს ანტიდასავლური განწობების შექმნას საზოგადოებაში,“- ამბობს ლევან ჩაჩუა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა
შემდეგი სტატიაბორჯომში ბებიას და შვილიშვილებს მანქანა დაეჯახა