ხალხს ძალიან უჭირს და ეს გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება არ უარესდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მედიით გავრცელებული მისი კომენტარის განმარტებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირთ, მაგრამ ეს ასე არ არის“.
„ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, თან ძალიან. თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს, იქ აღმოაჩენთ, რომ მე ზუსტად ასე ვთქვი. საქმე ისაა, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ყოველი მეხუთე ადამიანი არის ღარიბი. მე ვთქვი, რომ უბრალოდ ეს გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება არ უარესდება, თუმცა მაინც ძალიან მძიმეა. იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა, ისევ ისე უჭირს, როგორც გუშინ უჭირდა. ეს საკითხი ჩვენი პირველი პრიორიტეტია. ბევრად მაღალი ტემპები გვჭირდება, რათა ხალხს დავეხმაროთ და სიღარიბიდან ამოვიყვანოთ. მე ეს ვიგულისხმე, თუკი ეს გაუგებარია და კიდევ ამ კომენტარსაც გადაატრიალებთ, თქვენი ნებაა“, – აცხადებს გიორგი ქობულია.