ხალხნო! დებო და ძმებო! რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იუსტიციის მინისტრი წრუწუნა იქნება, თუ თაგვი?

ხალხნო! დებო და ძმებო! რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იუსტიციის მინისტრი წრუწუნა იქნება, თუ თაგვი?
ბიძინა ივანიშვილი ოცდახუთი წლის მანძილზე ღიად ან ფარულად ყიდულობდა და აფინანსებდა ,,წითელ ინტელიგენციას”, პარტიებს, მედიას, ნიშნავდა მინისტრებს, ყიდულობდა ადგილებს პარლამენტში და ა.შ.
2008 წლის შემდეგ პუტინის დავალებით და საკუთარი მილიარდების დასაცავად ღიად ჩაერთო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევის საქმეში.
2012 წლიდან საქართველოს პრორუსულ მთავრობას გაზპრომის მოწილე და პუტინის მონა-მორჩილი ბიძინა ივანიშვილი ღიად მართავს.
ხალხნო! დებო და ძმებო! რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იუსტიციის მინისტრი წრუწუნა იქნება, თუ თაგვი? პროკურორი -შიმპანზე, თუ გორილა? პრეზიდენტი -ზებრა, თუ პინგვინი? ან რაღაც სხვა… შევეშვათ ბიძინას ზოოპარკს. ფაქტია, რომ ყველა ფუნქციონერი ივანიშვილის ყურმოჭრილი ყმაა! ხელისუფლების სათავეში დანაშაულებში თანამონაწილე კრიმინალები არიან და მათი ადგილი ციხეშია! არ ღირს ენერგიის დახარჯვა მათი შეცვლის მისაღწევად.
2012 წელს პრორუსულმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირველ რიგში ჩემს ოჯახზე მიიტანა იერიში. გასაგებია რატომაც. მთელი საქართველოს თვალწინ მოიტაცეს და აწამეს ჩემი შვილი. მაშინ გავაკეთე განცხადება ,,თქვენც გყავთ შვილები!” ეს ეხებოდა ყველა კატეგორიას, მტერ-მოყვარეს!
ჩემთვის იმ უმძიმეს წუთებში ყველა და ყველაფერი მახსოვს. ვინ რა ფორმით დამიდგა გვერდით. კარგად მახსოვს ყველა პოლიტიკოსის გამონათქვამი, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ! როგორ არ აღვნიშნო ,,ლეიბორისტული პარტია”-შალვა ნათელაშვილი, ,,საქართველოს გზა”-სალომე ზურაბიშვილი. ირინა სარიშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობა”-მიხეილ სააკაშვილი, ,,ახალი მემარჯვენეები”-მამუკა კაციტაძე, ,,ვეტერანები და პატრიოტები”-ვაჟა რუსია. (თუ რომელიმე პარტია, ლიდერი გამომრჩა, მაპატიეთ და გთხოვთ პირადში გამომიგზავნეთ შესაბამისი მასალა.) იმ ჩემი ოჯახისთვის უმძიმეს დღეებში ყველა პარტიას ველოდებოდი. ჩემს შვილებზე მუშაობდნენ-სიმართლის დასადგენად პოლიტიკოსები არ ამოიყენოთო. რა სისულელეა! პირიქით! როდესაც მკვლელი სახელმწიფო სისტემაა, ხელისუფლებაა, სწორედ რომ პოლიტიკოსებმა უნდა აიმაღლონ ხმა.
2014-2016 წლებში პარლამენტში შალვა თათუხაშვილის, რაფალიანცის და კიწმარიშვილის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საკითხი 2-3 ჯერ დადგა . ივანიშვილმა, რომელიც სიტუაციას პარლამენტში ჯერაც სრულად ვერ ფლობდა, კატეგორიულად უბრძანა საპარლამენტო უმრავლესობას არ დაემტკიცებიათ საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი.
ამჟამად სიტუაციას პარლამენტში სრულად ფლობს და კომისიის შექმნაზე გასცა განკარგულება. მას უკვე კომისიის წევრები არჩეული ჰყავს და კომისიის დასკვნაც გამზადებულია. ეს ყველაფერი მორიგი ბლეფია და უნიჭო სპექტაკლი.
არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას!
არა საქართველოს პარლამენტს!
დღეს გამოსავალია მოვითხოვოთ, მივმართოთ ამერიკის კონგრესს, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, გაიყინოს ივანიშვილის და სხვა ოლიგარქების ანგარიშები! ჩვენს სატკივარს და ჭირს მშვიდობიანად არ მოევლება!
საქართველოს დაავადებული სხეულიდან ამოსაძირკვია შხამიანი მეტასტაზები ივანიშვილის და მისი ბანდის სახით. საქართველოს და ჩვენი მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია !
ჩვენი მთავარი სამიზნე სწორედ ეს პუტინის ,, ნამესტნიკი ”+,,წითელი ინტელიგენციაა’’ !
ერთადერთი ხსნა გაერთიანებაშია და რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად გასანადგურებლად ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ!
უმთავრესია მივაღწიოთ:
ბიძინა ივანიშვილის და სხვა ოლიგარქების ანგარიშების გაყინვას!
პარლამენტის თვითლიკვიდაციას!
ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას!

გენერალი გოგი თათუხაშვილი

banner
წინა სტატიაში“საწოლების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ბავშვებს მორიგეობით აძინებენ” – უმძიმესი პირობები ფოთის N5 საბავშო ბაღში
შემდეგი სტატიამინდელის ქუჩაზე, სადაც კლდის ჩამოშლა გრძელდება, სამშენებლო სამუშაოები განახლდა