,,ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტინის დონეზე”

region
: region მაისი 13, 2019 16:38

,,ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტინის დონეზე”

ოზურგეთში მოსახლეობას „ ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და საკრებულოს წევრობის კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდაზე ისაუბრეს. პრობლემებს შორის სიღარიბე და უპერსპექტივობაც დასახელდა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებთან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც დაესწრნენ, რომლებიც შუალედურ არჩევნებში ოზურგეთში მხარს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს უჭერენ.

„ევროპული საქართველოს ლიდერის“ გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოებამ ივანიშვილი ემოციურ დონეზე უკვე სახლში გაუშვა.

„ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ მშვიდად, არჩევნებით, 19 მაისს იქ სადაც შუალედური არჩევნები ტარდება და მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ივანიშვილი უკვე გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტინის დონეზე და არჩევნების დონეზე. ეს გარდაუვალია, იმიტომ, რომ 2020 არის ივანიშვილის ბოლო ვადა,“- განაცხადა უგულავამ.

region
: region მაისი 13, 2019 16:38

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,289
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics