“ხალხმა კონსტიტუციით თქვა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია-ხელისუფლებავ, მოუსმინეთ ხალხს!“- თამთა მურადაშვილი

“ხალხმა კონსტიტუციით თქვა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია-ხელისუფლებავ, მოუსმინეთ ხალხს!“- ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა გააკეთა.

იურისტის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ძალაში უვადოდ დარჩება, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო არ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

მურადაშვილის თქმით, გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, შვიდმა მოსამართლემ ერთხმად გადაწყვიტა, შემდეგომ შეტყობინებამდე, დაადასტუროს 2017 წლის სამ მარტს მორიგე მოსამართლის მიერ ამ საქმეზე მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიება სასამართლოს წესების 39-ე მუხლის თანახმად.

„ჩვენ საქმეში იმდენი დარღვევა იყო, იმ დენად უპრეცენდენტოდ უსამართლოდ მოგვექცნენ უსამართლოდ ექცეოდნენ ქვეყანას, ქვეყნის მომავალს, ბედს, რომ გულის სიღრმეში მჯეროდა რომ შეიძლებოდა გაგვემარჯვა. მოხდა უპრეცენდენტო რამ, შეიცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა, გზა გავუხსენით ყველა იმ უფლებადარღვეულ პირს, რომლის სიტყვის თავისუფლებაც ირღვევა. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ხალხი და ხალხმა კონსტიტუციით თქვა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი მედია – ხელისუფლებავ, მოუსმინეთ ხალხს!“-აცხადებს თამთა მურადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლო დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე იმსჯელებს