ხალხის სიცოცხლე არის გადასარჩენი – “სტრატეგია აღმაშენებელი” არჩევნების გადადებას მხარს უჭერს

წარმოუდგენელია იმ პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნომერ პირველი ამოცანა არის არჩევნები და არა ადამიანის სიცოცხლე – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ მიზანშეწონილია დაიწყოს მსჯელობა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გადადებაზე.

“ჩვენ მზად ვართ და აქტიურად ვემზადებით არჩევნებისთვის, მაგრამ არჩევნების 2-3 კვირით გადადება, ან ამაზე მსჯელობა, არ არის იმის საპირწონე, რომ ადამიანების სიცოცხლე შევწიროთ და ჯიუტად ვამტკიცოთ და ვაჩვენოთ ხალხს -აი, რა მაგრები ვართ და ხელი გავიშვიროთ სხვისკენ. მეგობრებო ხალხის სიცოცხლე არის გადასარჩენი”,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშითიბისის აპლიკაციების კონკურსზე რეგისტრაციისთვის სტრარტაპებს 5 დღე აქვთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მოძალადეების დრო საქართველოში დასრულდა, ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან!