ხალხის პირველი პროტესტი ევროკომისიის მძიმე ანგარიშის შემდეგ – თბილისი მარშისთვის ემზადება

დღეს საღამოს 19:00 საათზე ხალხი ისევ ქუჩაში გადის – ეს იქნება ხალხის პირველი პროტესტი ევროკომისიის მძიმე ანგარიშის შემდეგ.

აქციის ამკრძალავი კანონების მიუხედავად, მოქალაქეები ამ საღამოსაც შეეცდებიან ქუჩებში გავიდნენ და დაგმონ ივანიშვილისს პარტიის პოლიტიკა.

შეკრება დღესაც ფილარმონიიდან დაიწყება და მსვლელობის მონაწილეეები შეძახილებით ჩაივლიან რუსთაველის გამზირს.

ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ყველა მიმართულებით და პროტესტი არის ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი. იყო საუბარი, რომ ყველა ყოველდღე ვერ გამოვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ ერთი დღე მაინც გამოყოს ამისთვის”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ – გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.

banner
წინა სტატიაში“ჩვენგან აშხაბადი არ გამოვა” – საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა
შემდეგი სტატიაკასპიის ზღვაში რუსულ ხომალდსა და კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ჭაბურღილზე თავდასხმა განახორციელეს – უკრაინის თავდაცვის ძალები