ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს! – მშენებლობებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით პარლამენტთან აქცია გაიმართა

ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს! – ამ სლოგანით აქცია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით, პარლამენტთან გაიმართა. პროტესტი მშენებლობებზე გახშირებულ უბედურ შემთხვევებს უკავშირდება.

აქციის მონაწილეები შრომის უსაფრთხოების კანონის სასწრაფოდ მიღებას ითხოვენ, რომლის განხილვაც პარლამენტმა რამდენიმე თვით გადადო.

„საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ უარი განაცხადა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვაზე, უნდა აიღოს რეალურად პასუხისმგებლობა იმ მავნებლობაზე და იმ ტრაგედიებზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, ლაშა მესხმა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ოქუაშვილი და და ,,ომეგა ჯგუფი“ ეროვნული ბიზნესრეიტინგის ჯილდოს მფლობელები წელს მეორედ გახდნენ (+ვიდეო)
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტიდან ლარნაკა-ქუთაისის რეისი ვერ შესრულდა