„ქართული ოცნებისგან“ გამიჯნული ჯგუფი, „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
“თუ ჩავთვლიდით საჭიროდ, შევიდოდა პარტია, თუ ჩავთვლიდით საჭიროდ, შევიდოდით დამოუკიდებლად საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამომდინარე აქედან, ეს საჭიროება ჩვენ დავინახეთ. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ ოპერირება გავაგრძელოთ როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ორგანოზაციამ, რომელსაც, სხვათაშორის, განსხვავებით სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, ჯერ საქმე გვაქვს გაკეთებული და მერე შექმნილი პოლიტიკური პარტია. ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩვენი სახით აუცილებლად შეავსებენ იმ ნაკლოვანებებს, რაც ზოგადად, გაჩნდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში”,- ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ხუნდაძე–მაჭარაშვილის ჯგუფი ბოლო პერიოდში აქტიურად აკრიტიკებს როგორც ივანიშვილი გუნდის ლიდერობას, ისე მის გადაწყვეტილებებს.
დეპუტატებმა ადრე ირაკლი კობახიძის ლიდერობა დაუწუნეს, დღეს კი უარყოფითად შეაფასეს „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ფასების შემცირების გეგმა.
















