“ხალხი, რომელიც პრობლემებზე ლაპარაკობს ფაშიზმში არ უნდა დაადანაშაულო” – დევიდ კრამერი ირაკლი კობახიძის განცხადებასა და ელიტური კორუფციის შესახებ

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს დასავლეთი განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება – აცხადებენ ის ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რომლებიც თბილისში სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებიან.

მოწვეულ სტუმრებს შორის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა და ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში დევიდ კრამერი არიან. კრამერის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთისთვის ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, თუმცა კრამერმა ისაუბრა იმ ფარულ ჩანაწერებზე, რომელიც “ომეგა ჯგუფის” საქმეზე გავრცელდა და, სადაც, მაღალი თანამდებობის პირების მიერ კორუფციაში ჩართვის შესახებ ეჭვები ჩნდება.

კრამერი ამბობს, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ეს საკითხი და კანონზე მაღლა არავინ უნდა დააყენონ.

ამერიკის მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა. საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც მან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორის ფაშისტი უწოდა.

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა იყო ბრალდებები რომელიც ახლახანს გავიდა ეთერში ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ და ობიექტურად გამოიძიონ.

ხალხი, რომელიც პრობლემებზე ლაპარაკობს ფაშიზმში არ უნდა დაადანაშაულო, მნიშვნელოვანია, რომ, ყველა ბრალდება დამტკიცებული იყოს ან უარყოფილი, არცერთ ქვეყანას არ აქვს იმუნიტეტი კორუფციაზე, საქართველო არ არის გამონაკლისი, მაგრამ კანონზე ზემოთ არავინ არ უნდა იდგეს“ – აცხადებს დევიდ კრამერი.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) სკანდალური ვიდეო ჩანაწერი – ყიფიანი “ომეგა ჯგუფის” საქმეში ივანიშვილის, ფარცხალაძის, გახარიას, დავით მაღარაძისა და “ზარალას” როლზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ორივე მიმართულებას უნდა გაეცეს პასუხი – შინაარსობრივ მხარეს და საიდან მოხვდა რ2″-ის ხელში” – კილაძე