ხალხი როცა ხედავს, რომ შენ ქლიავურად იქცევი, ხმას არავინ მოგცემს… – კობახიძე შარლ მიშელის დოკუმენტზე

„დაზარალების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღე არ აწერდა ხელს შეთანხმებას და პირიქით, დიპლომატებთან და უცხოელებთან ერთად სელფებს იღებდა. ეს არის ფაქტი. მაგალითად, ბინას ყიდულობთ, რომელზეც დოკუმენტს ხელს აწერთ თქვენ და მეორე მხარე არ აწერს, მაგასთან საუბარი არ უნდა გააგრძელოთ, ეს ღირსების საქმეა. აქაც მარტივადაა საქმე და ევროკავშირისთვის ეს რატომ არის გაუგებარი? – ევროკავშირს თავმოყვარეობა „ნაცმოძრაობისგან“ უნდა შელახოდა, ხომ? 100 დღე ხელს არ აწერდა დოკუმენტს და თავმოყვარეობა იმისგან უნდა შელახოდა. ამასთან რა შუაშია „ქართული ოცნება“?. თუ სადმე სიმართლეა, ბუნებრივია, თავმოყვარეობა ევროკავშირს, მიშელს უნდა შელახოდა „ნაცმოძრაობისგან“. კაცი ჩამოვიდა და შეხვედრაზე არც მივიდნენ…

ამ დოკუმენტის ხელმოწერა ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ჟარგონულად ვიტყვი: ხალხი როცა ხედავს, რომ შენ ქლიავურად იქცევი, 100 დღე ხელს არ გიწერენ დოკუმენტზე და მაინც აგრძელებ ამ დოკუმენტის შეთანხმებას, ხმას არავინ მოგცემს” – აცხადებს თავმჯდომარე კობახიძე “პალიტრანიუსის” ეთერში, შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიმედვედევი – ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა მსოფლიო რუკაზე იარსებებს?
შემდეგი სტატიათუ ზურაბიშვილის გამოსვლაში ბიძინას ხელი ურევია, მაშინ ოცნების ამ შემადგენლობას დიდი დღე არ უწერია – უგულავა