შეგახსენებთ, რომ თბილისიდან სხვადასხვა მიმართულებით საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფები იზრდება. ბოლო პერიოდში, კერძოდ, მაისის ბოლოდან 5 ლარით გაძვირდა გადაადგილება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებებით.
„ორი კვირა იქნება, რაც ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა და 25 ლარი გახდა. მგზავრებზე, რა თქმა უნდა, აისახა. შემცირდა ნაკადი… ისეც, ხალხს ფული არ აქვს…
ყველა სახის ავტო მომსახურება გაძვირდა – ხელოსანი, ნაწილები. 10 ლარს რომ ვიხდიდით, ახლა 50-60 ლარს ვიხდით,“ – განუცხადეს მძღოლებმა palitravideo.ge-ს.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და საწვავის გაძვირების პარალელურად, აპრილიდან დაიწყო სხვადასხვა მიმართულებაზე ეტაპობრივად საქალაქთაშორისო მგზავრობაზე დაწესებული ტარიფები.
ყველა მიმართულებაზე 5 ლარით გაზარდეს ტარიფები მგზავრთგადამყვანმა კომპანიებმა – Metro Georgia-მ, Omnibus Express-მა და Georgian Bus-მა.
ასევე მგზავრობა გაძვირდა კახეთის სხვადასხვა სოფლის, ასევე ჭიათურის, ბაკურიანის მიმართულებებზე.















