ხალიჩა პორტრეტით – ფერეიდნელი ქართველის საჩუქარი ნიკა მელიას

ფერეიდნელი ქართველის საჩუქარი ნიკა მელიას – საარჩევნო შტაბში მელიას დღეს ფერეიდნიდან ჩამოსული ქართველი ესტუმრა და აბრეშუმის ხალიჩა აჩუქა:

“ეს აბრეშუმის ხალიჩა ფერეიდნელმა ქართველმა მამუკამ ფერეიდანში მოაქსოვინა, წამოიღო, დღეს შტაბში გვესტუმრა და მაჩუქა.

ასეთი ძვირფასი საჩუქარი ალბათ არც მიმიღია ცხოვრებაში.

იმიტომ კი არაა ძვირფასი, რადგან აბრეშუმია და ამიტომ ჩემი პორტრეტი საუკუნეებს გაუძლებს ცხადია არა, რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი ოთხასი წლის წინ სამშობლოდან იძულებით აყრილი ქართველების შთამომავლების გულში რომ იმკვიდრებ ადგილს და ისინი ასე გულით ცდილობენ შენს მხარდაჭერას, მთელ სიყვარულს და დიდ მხარდაჭერას აქსოვენ აბრეშუმით ნაქსოვ პატარა ხალიჩაში.

მეც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მეძლევა გავიმარჯვო და ჩემი გამარჯვებით გავახარო ჩვენი ფეირეიდნელი ქართველებით” წერს მელია ფეისბუქზე

წინა სტატიაშიღარიბაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს
შემდეგი სტატიაპარტიამ „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა