25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ყალბი SMS-ები სიჩქარის გადაჭარბებაზე: შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, საეჭვო ბმულებზე არ გადავიდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს  ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრს.

ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება  შესაბამისი სამსახურის მიერ”,_ წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიანდრეი სიბიგა: ევროკავშირთან მოლაპარაკებები ივნისში უნდა დაიწყოს
შემდეგი სტატია“ვილაპარაკეთ თავისუფლებაზე”- გიორგი კეკელიძე ციხეში, არასრულწლოვნების “ბოლო ზარზე” იმყოფებოდა