ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

როგორც “თაიმერს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებული არიან ზვიად ლიპარტელიანი და რაფიელ ქურასბედიანი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყოველგვარი მომსახურების გაწევის გარეშე, სხვადასხვა საწარმოთა მონაცემების გამოყენებით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საერთო ჯამში, 601 525 ლარის ღირებულების ფიქტიური მომსახურების გაწევაზე. რეალურად, მათ არანაირი მომსახურება არ გაუწევიათ და აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოითხოვეს 180 000 ლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 30 000 ლარი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბაქოში ქართული კულტურის ფესტივალი გაიხსნება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გამოძიების მხრიდან გაეცემა