ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი – დაკავებულია ერთი პირი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 11:38

ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი – დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტზე, ერთი პირი კახეთის რეგიონში დააკავეს.

ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ – ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ – ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოსდა, ერთ – ერთ კომპანიაზე განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2019 11:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics