ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 4, 2019 10:20

ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500-ევროიანი კუპიურები გაასაღეს.

ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 4, 2019 10:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,463
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics