ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი თბილისსა და ბათუმში

აშშ-მ რუსული ბანკების და კომპანიების საბანკო ანგარიშები გაყინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი ბათუმსა და თბილისში გამოავლინეს. დაკავებულია სამი ადამიანი.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა”, – წერია განცხადებაში.

როგორც უწყება ამბობს, გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიკულება – მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება
შემდეგი სტატიაშვედეთის პრემიერმინისტრი – რუსეთს “არ მოეწონება” ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანება –