ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სუს-მა 2 პირი დააკავა

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2016 10:43

ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სუს-მა 2 პირი დააკავა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები მალხაზ რ. და სარდარ ა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში მალხაზ რ-მ, სარდარ ა.-სთან წინასწარი შეთანხმებით დაამზადა და გაასაღა 300 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა. მანვე დაამზადა და მიმდინარე წლის 17 სექტემბერს უკანონოდ გაასაღა 2000 ლარის ოდენობის ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები.

2016 წლის 22 სექტემბერს მალხაზ რ-მ. უკანონოდ დაამზადა და გაასაღა 7000 ლარის ოდენობის ყალბი 50 ლარიანი და 100-ლარიანი კუპიურები, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2016 10:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics