ყალბი პირადობის მოწმობები – კახა ასკურავა, რომელმაც დოკუმენტები იპოვა პროკურატურაშია დაბარებული

“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რეგიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სავარაუდოდ, 20-მდე ყალბი პირადობის მოწმობა იპოვა, დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

კახა ასკურავას თქმით, მის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტები უვადოდ არის გაცემული და ის გარდაცვლილ ადამიანებს ეკუთვნით.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ყველა დოკუმენტს ლამინირება ახალი გაკეთებული აქვს და რომ პირადობის მოწმობები არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს. ისინი ლანჩხუთის ერთ-ერთი ავტოსადგომის ტერიტორიაზე მდებარე სარდაფში ეყარა.

„ეს პირადობები ნაპოვნი არის ჩემს მიერ, აბსოლუტურად ყველა არის ახლად ლამინირებული, ყველა არის გარდაცვლილი და ყველას პირადობა არის უვადოდ გაცემული.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შეიძლება სიებიც არის გაცემული, საარჩევნო სიები, სადაც ცოცხალმა ადამიანებმა მისცეს ხმა მიცვალებულების მაგივრად. ის რომ არჩევნები ყალბდებოდა, ეს მარტო ლანჩხუთში არ იქნება გაკეთებული და სავარაუდოდ სხვა რეგიონებშიც არის, ეს ეტყობა „ქართული ოცნების“ რომელიღაცა კოორდინატორმა მოიშორა და იქ დაყარა,“-განაცხადა კახა ასკურავამ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდების მკვლელობის საქმე – ზაზა სარალიძე ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას