ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე, ერთი პირია დაკავებული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, საკუთარ ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა ერთი ლარის ნომინალის ყალბი ლითონის მონეტებს, რის შედეგადაც, მის მიერ საერთო ჯამში გასაღებულია 5 357 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.

ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„კოალიცია თანასწორობისთვის“ სახელმწიფოს 17 მაისს შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის მეორე ეტაპი ხვალ დაიწყება