ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ-ის აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმარიანა ჩოლოიანი კლინიკაში რჩება – რა სჭირს გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე ბრალდსებულს
შემდეგი სტატიაჯონათან კაცი : დასავლეთში საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაგრძელდება