ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ბრალდებით, საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით, დაამზადეს თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი, 46 000 ერთეული ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლის ნამდვილი აქციზური მარკისგან გარჩევა სპეციალური მოწყობილობის გამოყენების გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია.

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების რეალიზაციის დროს დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და მე-4 ნაწილის “ა” პუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ცხრიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია(Video) ლაშა თორდია საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს