ყალბი 100 ლარიანების გასაღების ფაქტზე, ორი პირია დაკავებული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ორმა მოქალაქემ ფიზიკურ პირზე 12 ერთეული ყალბი 100 ლარიანი კუპიურა მოტყუებით გაასაღა.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფული ნივთიერმტკიცებულების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„ნიშნები სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის სახეზეა”- ნანუაშვილი
შემდეგი სტატია„დამშვიდდით, ღამის მგლები საქართველოში შემოსვლას არ აპირებენ“ – გიორგი მღებრიშვილი