ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში, 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები მოტყუებით გაასაღა.

საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„იმედი მაქვს რუსთავი 2-ის საქმეზე ევროსასამართლო ადექვატურ დასკვნას გამოიტანს“ – ვიქტორ დოლიძე
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის სოფლებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, შეშფოთებას გამოხატავს