ხალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, მაია ესებუამ განაცხადა, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი.

ექიმის ცნობით, დანარჩენი ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშისოხუმელი ომარ მერცხულავას შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდო დააწესეს
შემდეგი სტატიაშსს 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს