ხახაბოს ტყეში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობას ცდილობენ

სახანძრო – სამაშველო სამსახურები თუშეთში, ხახაბოს ტყეში ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობას დილიდან ცდილობენ. ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი მუშობს.

როგორც აცხადებენ, ამ პროცესში ავიაციის ჩართვა არ არის საჭირო, ვინაიდან ძირითადი კერები ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

ხახაბოში დაახლოებით ორ კვირაზე მეტია სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება ხანძარი, დამწვარია ათეულობით ჰექტარი წიწვოვანი ტყის მასივი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მარნეულში ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიაძლიერი შტორმი იაპონიაში – დაშავებულია 17 ადამიანი