ხაჯინბას ვიზიტის გამო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მიზეზი ოკუპირებულ რეგიონში რაულ ხაჯინბას ვიზიტია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალში დღეს ჩადის. მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი უმაპისნძლებს.

დეფაქტო ლიდერების პრეს-სამსახურების ინფრომაციით, ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯინბა ჯერ პირისპირ გამართავენ მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დაგეგმილია ე.წ. ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებაც.

რაულ ხაჯინბას ვიზიტი ოკუპირებულ ცხინვალში 2 დღეს გაგრრძელდება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინფრომაციით, ე.წ. საზღვარი 27 ნოემბრის საღამოს 9 საათიდან გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშისამებაში წირვას პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს
შემდეგი სტატიააჭარის მთავარ სამმართველოში სასტუმროს თანამშრომლებს კითხავენ