ხაჯიმბას კომენტარი ჩაშლილ რეფერენდუმზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 11, 2016 16:09

ხაჯიმბას კომენტარი ჩაშლილ რეფერენდუმზე

xajinbaაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც უკანასკნელი თვეების მანძილზე აფხაზეთში განვითარებული მოვლენები მიმოიხილა: “გუშინ რეფერენდუმი გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და რომელიც ოფიციალურად ვერ შედგა. აქტივობამ გვაჩვენა, რომ ბიულეტენში აღნიშნული შეკითხვა აქტუალური არ არის ჩვენი საზოგადოებისათვის” – განაცხადა ხაჯიმბამ.
მოგვიანებით, ბრიფინგზევე, მან რეფერენდუმს “ფარსი” უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა: “იმის მტკიცება, რომ დაბალი აქტივობა რეფერენდუმის ბოიკოტმა გამოიწვია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ადამიანებმა, უბრალოდ, რეფერენდუმის ინიციატორების ნდობა დაკარგეს. ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ წინააღმდეგობებით. ოპოზიცია უკანასკნელი თვეების მანძილზე ამტკიცებდა იმას, რომ მთავრობა ჩაშლის რეფერენდუმს, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ რეფერენდუმის ჩატარებიდან ერთი დღით ადრე, მან თვითონ მოუწოდა ხალხს მონაწილეობა არ მიიღონ. რეფერენდუმის შედეგები კი უკვე იცით”.
შეკითხვაზე, როგორ აპირებს მთავრობა ოპოზიციასთან თანამშრმლობას, დე-ფაქტო პრეზიდენტმა უპასუხა: “დასკვნა მხოლოდ ერთია – სამომავლოდ არ დავუშვათ მოვლენების მსგავსი განვითარება. ოპოზიციას ასე მოქცევის არანაირი საბაბი არ ჰქონდა. არის კანონი და ის უნდა მუშაობდეს. თუკი ყოველ ჯერზე, როცა ვიღაცას რაღაცა არ მოეწონება, გამოიყენებენ ქვებს, ბოთლებს, ხელკეტებს – ნამდვილად ვერ ავაშანებთ სახელმწიფოს, მაგრამ დიალოგი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, იმისკენ არის მიმართული, რომ სახელმწიფო შევქმნათ. ოპოზიციის ყველა მოქმედება მიმართული იყო იმისაკენ, რომ პოლიტიკური კუში მიეღოთ. ეს ასე არ იქნება” – განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმი, რომელიც პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს შეეხებოდა და გუშინ ჩატარდა, ვერ შედგა.
აღსანიშნავია ის, რომ ამომრჩევლების დასწრებადობა რეფერენდუმზე 1,12% იყო.
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რომ სულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 132 877 ამომრჩეველია, ამასთან, საკუთარი პოზიცია 1628 ადამიანმა დააფიქსირა.
მათ შორის “დიახ”- ს ხმა მისცა 750 ამომრჩეველმა, წინააღმდეგ კი – 761-მა. 117 ბიულეტენი გაუქმდა. მან ასევე დაამატა, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონის 28-ე მუხლის მიხედვით, რეფერენდუმი ვერ შედგა.

რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, სოხუმში სიტუაცია დაიძაბა – ოპოზიციამ დე-ფაქტო შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები გამართა, მათი თქმით, აფხაზეთში გაზრდილ კრიმინოგენულ სიტუაციას მინისტრი პასუხს ვერ სცემს. აქციებზე ოპოზიციამ ქვები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლა შსს-ს შენობას.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 11, 2016 16:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,892
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics