ხაჯიმბა ტურიზმსა და საქართველოდან შეტანილ პროდუქტებზე

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 4 აპრილს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ტურისტული არეალი აფხაზეთში ყოველ წელს იზრდება და მოიცავს ბევრ ქალაქს და სოფელს, ასევე, აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოდან შეტანილი პროდუქტები რესპუბლიკის იმიჯზე და ბიუჯეტზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სეზონური ტურიზმიდან მუდმივ ტურიზმზე უნდა გადავიდნენ. აქვე აღნიშნა, რომ სფეროს განვითარებისათვის საჭირო ყველა კანონპროექტი გადაცემულია პარლამენტისთვის – “აფსნიპრესი” წერს.

 

banner
წინა სტატიაშილივერპულის” ფანებმა “მანჩესტერ სითის” ფეხბურთელების ავტობუსს ბოთლები ესროლეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიანევადაში გამანადგურებელი F-16 ჩამოვარდა