ხაჯიმბა პუტინთან შესახვედრად მიფრინავს

30 ნოემბერს აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოსკოვში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე განიხილება რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობათა ფართო სპექტრი.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაა“, რომელიც ძირითადათ აერთიანებს აფხაზეთის ომის მონაწილე ე.წ. აფხაზ ვეტერანებს, სოხუმის ცენტრში იმავე დღეს აანონსებს მიტინგს. მისი მინაწილეები აპირებენ ღიად გამოხატონ აფხაზეთის ე.წ. პრეზდენტის მხარდაჭერა, რომელსაც აფხაზეთში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.
„არუაა“-ს მიაჩნია, რომ რაულ ხაჯიმბას მმართველობის პერიოდში აფხაზეთში განხორციელდა არაერთი სასიკეთო ცვლილება ეკონომიკის, საბანკო, თვითმართველობის და სხვა სფეროებში, თუმცა ოპოზიციურად განწყობილი აფხაზები ასე არ თვლიან.
„არუაა“ სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ ხაჯიმბას და პუტინის შეხვედრა ხელს შეუწყობს „ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა გაღრმავებას“.

banner
წინა სტატიაშირამაზ გულუა მხარს უჭერს ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას
შემდეგი სტატიავიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად გამოაცხადა