ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ინტენსიური თოვის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ188 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: 1 დეკემბერს გვქონდა მიწოდების შოკი