ხადური, კალაძე, სერგეენკო – მინისტრები, რომლებიც მაჟორიტარობისთვის ემზადებიან

მინისტრებიპარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული” საქართველო რამდნეიმე მინისტრს მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენად ამზადებს.

როგორც “აქცენტისთვის” გახდა ცნობილი, ამ დორისთვის საუბარია ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურზე, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ კახა კალაძეზე.

კერძოდ, ნოდარ ხადურის კანდიდატურას პარტია ხაშურის რაიონში განიხილავს, დავით სერგეენკოს თბილისის რომელიმე რაიონში, კახა კალაძეს კი სამტრედიის რაიონში. ამასთან, წყალტუბოს რაიონში მაჟორიტარობისთვის ამზადებენ იმერეთის რეგიონის თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ცოტნე ზურაბიანს.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამოუყენებლობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“ახლა მოდაშია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიაწერონ” – გიორგი ვლოსკი ე.წ. კაბელების საქმეზე