ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი მაშველებმა იპოვეს – დამატებითი ინფორმაცი ჯერჯერობით უცნობია.

6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. მაშველებმა მოგვებით ისინი გარდაცვლილები იპოვნეს და ისინი შესაძლოა მოკლულები იყვნენ – გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 19 წლის მწყემსი დააკავეს. თუმცა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ ადასტურებს.არსებული ინფორმაციით მწყემსსა და ამერიკის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. რაც შეეხება 4 წლის ბავშვს, არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა ახალგაზრდამ ის მკვლელობის შემდეგ ხადას ხეობაში დამარხა.

banner
წინა სტატიაშიგარკვეული გაერთიანებები, შემცირებები იგეგმება – კალაძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე
შემდეგი სტატიაკომპანია „გორგიას“ დამფუძნებლის საქმე – თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადებისათვის ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო