ხადას ხეობაში, ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მისი თქმით, თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო ხადას ხეობაში ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობის საქმის დეტალებზე საუბრობს
შემდეგი სტატიალენტეხში აქცია „არა ჰესებს“ მიმდინარეობს