ხაჭაპურიძის ინფორმაციით, სააკაშვილისთვის კვლევების ჩასატარებლად ორმა ამერიკულმა კომპანიამ მზაობა გამოთქვა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოინახულა. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტისთვის კვლევების ჩასატარებლად ორმა ამერიკულმა კომპანიამ მზაობა გამოთქვა.

„იყო მწოლიარე მდგომარეობაში, დილიდან არ ავმდგარვარო მითხრა, თავბრუდახვევები მაქვსო. რაც შეეხება ექსპერტიზებს, აშშ-დან ჩამოვიდა წერილები ორი საექსპერტო ბიუროდან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ სიტუაციაში არის რაც შეიძლება სწრაფად შევარჩიოთ ისეთი საექსპერტო ბიურო იქნება ეს ამერიკული თუ ევროპული, რომელიც ძალიან სწრაფად მოახერხებს იმის ორგანიზებას, რომ ჩამოვიდნენ, შეამოწმონ, ჩაატარონ ექსპერტიზა. მთავარი აქ არის, ხელი არ შეგვიშალოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მოგვცეს სათანადო დოკუმენტები“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის სახელით იაპონიის ექსპრემიერ-მინისტრის ტრაგიკულად დაღუპვის გამო იაპონელ ერს მიუსამძიმრა და სამგლოვიარო წიგნში ჩანაწერი გააკეთა
შემდეგი სტატიადიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ, გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო – მდინარაძე