11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ყაჩაღური თავდასხმა სოფელ ვედიტკარში

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიტკარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს და  თანხა გაიტაცეს.

ადგილობრივთა თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელები წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას სახლში არსებული ვითარების შესახებ, რაც გამოძიების ერთ-ერთ ძირითად ვერსიად განიხილებოდა. მათივე ინფორმაციით, ოჯახმა რამდენიმე დღის წინ  საქონელი გაყიდა, რაც  თავდამსხმელებისთვის დააყაჩარების მოტივი გახდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ოჯახს  ფინანსური ზარალი მიადგა. “თაიმერის”  ექსკლუზიური ინფორმაციით, დაკავებულია ორი თავდსახმელი. წყაროს ცნობით, დეტალები ამ ეტაპზე ზუსტდება.

ავტორი:აქო ქიქავა;ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს
შემდეგი სტატიამარტვილში დაყაჩაღების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს