ყაჩაღური თავდასხმა სენაკში

2017 წლის 23 აპრილს ღამის საათებში გამოძიებით დაუდგენელმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ყაჩაღური თავდასხმა განახორციელეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის თემში მცხოვრებ ქეთინო ჯალაღონიას ოჯახზე . ოჯახის წევრები ასაკოვანი ქალი და შვილი ქეთინო ჯალაღონია ჯერ ცემეს შემდგომ გათოკეს და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაეუფლნენ ყაჩაღები ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებსა და დიდი ოდენობით ფულად თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ-ინფორმაციას ქართველ პოლიციელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ჭაია ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენმა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
შემდეგი სტატიაგარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები ,,ახმეტელის’ მიმდებარე ტერიტორიიდანაც აიღეს